სამართალდამცველებმა ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი აქციზური მარკების დიდი ოდენობით დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა სიგარეტის ნაწარმის მარკირებისათვის განკუთვნილი დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკა.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 1 545 ცალი ყალბი აქციზური მარკა, აქციზური მარკების საბეჭდი კომპიუტერული ტექნიკა და შესაბამისი ტექნიკური დანადგარი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი – სააკაშვილის საკითხი სრულიად უმნიშვნელოა, ჩვენ უფრო სერიოზული თემებით ვართ დაკავებული ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან
შემდეგი სტატიასერბეთში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სერბეთის პირველ ვიცე-პრემიერს შეხვდა