19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

“სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშითბილისში ტექნიკის მაღაზიის ქურდობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპმა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ხელი მოაწერა