21.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 4, 2026
banner

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

პოლიციამ ინტერპოლით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს,

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს.

დაკავებული, აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ხულიგნობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს”,– ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიდღეს, ისლანდიაში ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება- Reuters
შემდეგი სტატიაბაღდათში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება