11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და
საქართველოში შემოტანის ბრალდებით – 1981 წელს დაბადებული ჯ.ქ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე სასაზღვრო გამშვებ
პუნქტ „სარფის” ტერიტორიაზე დააკავეს. ბრალდებულის პირადი და სამგზავრო
ჩანთის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: 979 აბი
,,მდმა” და „პრეგაბალინის“ შემცველი 47 კაფსულა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით
მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისამთავრობო მედია დებატებს იწყებს, იმედზე წამყვანი ანიკაშვილი იქნება, R2-ზე – რეზი ჭიჭინაძე
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმსა და თბილისში წითელი ცირკულარით ძებნილი 4 პირი დააკავეს