5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

პოლიციამ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის” ტერიტორიაზე, ნარკოდანაშაულის
ბრალდებით 1987 წელს დაბადებული რ.ა. დააკავა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება
„ბუპრენორფინის“ შემცველი აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით
მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავ
შემდეგი სტატიაზელენსკი: არ მჯერა, რომ რუსეთი მხოლოდ ამას მოითხოვს – ჩვენი დონბასიდან გასვლა და ამის შემდეგ ომი დასრულდება