17.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს – დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და
საქართველოში შემოტანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს, მათ
შორის 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

სამართალდამცველებმა თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში,
ბრალდებულების ხელბარგისა და პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად
ამოიღეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული
საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: 150 გრამზე მეტი
„კოკაინი“, „მეთილფენიდატი”-სა და „კოდეინის“ 359 აბი, 206 აბი
„პრეგაბალინი“ და 17 აბი „ლირიკა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე
მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიშიდა ქართლის პოლიციამ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატიადაკავებულები არიან ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები