14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და
ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი
აღკვეთეს.

პოლიციამ 1987 წელს დაბადებული გ.ხ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის,
ხოლო 1958 წელს დაბადებული ჯ.ქ. კი საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის”
ტერიტორიაზე დააკავა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ხელბარგის შემოწმებისას,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და
ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს. ასევე, ერთ-ერთი ბრალდებულის მართვის
ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, სპეციალური სკანერის
საშუალებით აღმოჩენილია, მალულად მოთავსებული – 247 აბი „სუბოქსინი“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე
მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიაცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს