შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის
მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით
უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1985 წელს დაბადებული უ.თ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე „სარფის“ საბაჟო
გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს. უ.თ.-ს მართვის ქვეშ არსებული
ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალება ,,მდმა“ და „ამფეტამინი“ ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით
მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

















