26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

“სამართალდამცველებმა საბაჟო გამშვები პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულის პირადი შემოწმებისას, დიდი ოდენობით – 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის  260-ე და 262-ე მუხლების მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაბიზნესის კონცენტრაციის კონტროლი მკაცრდება — კონკურენციის სააგენტომ წესები შეცვალა