სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში რეგიონებში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1954 წელს დაბადებული რ.ს.
ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის
ბრალდებით დააკავეს-ამის შესახებ ,,თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით,ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.ს.-მ შვილს – 1974 წელს დაბადებულ მ.ს.-ს დანით
სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა, დანაშაულის ჩადენის
იარაღი – დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობის მცდელობის
ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა 19-108-ე მუხლით
მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ოჯახში და ქალთა მიმართ
ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა
მოძალადეებისგან.
ოჯახში ძალადობის ბრალდებით აჭარაში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში 3
პირია დაკავებული. მათ მიმართ გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის
სხვა წევრის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს
126-ე პრიმა მუხლით და 11-პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს.
banner
წინა სტატიაშიშავ ზღვაზე 4 ბალიანი შტორმია , ტალღების სიმაღლე 3 მეტრს აღწევს
შემდეგი სტატიასუს-ში ზუგდიდის ყოფილი მერის გარდა, ბიზნესმენი ზურაბ კვირკვაიაც იკითხება