სამართალდამცველებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან გატაცებული 15 წლის გოგო იპოვეს

სამართალდამცველებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან გატაცებული 15 წლის გოგო იპოვეს. ინფორმაციას ადასტურებენ გოგოს ოჯახის წევრები და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

აისევ კარაიევა პოლიცის განყოფილებაში გამტაცებელთან ერთად, გამოკითხვაზე იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

შემთხვევა 3 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში მოხდა. არასრულწლოვანი 21 წლის ბიჭმა იმ დროს გაიტაცა, როცა ის სკოლაში მიდიოდა. მოგვიანებით ოჯახმა გაარკვია, რომ მათი შვილი ცოლად მოყვანის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებმა ბიჭმა წაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიადვოკატთა ასოციაცია ბავშვთა სახლებში მცხოვრებ მოზარდებს საჭიროების შემთხვევაში იურიდიულ დახმარებას გაუწევს
შემდეგი სტატიაშემაკავებელი ორდერი ნინოწმინდის პანსიონის დირექტორისთვის – შსს-ს პასუხი არასამთავრობოებს