სამართალდამცველებმა ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეტადონი“ ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის
საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 50 აბი „მეტადონი“
ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ
შემდეგი სტატიაშეფერხება მეტროსადგურ „სამგორში“ – მგზავრები მატარებლიდან გამოიყვანეს