სამართალდამცველებმა „ბასიანის“ ტერიტორია დატოვეს, მათ კლუბის ადმინისტრაციამ ფინანსური დოკუმენტაციის ამოღების უფლება არ მისცა

სამართალდამცველებმა კლუბ „ბასიანის“ ტერიტორია დატოვეს. შსს-ს წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. თავის მხრივ, როგორც კლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ტატო გეთიამ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები გამართული იურიდიული დოკუმენტაციით დაბრუნდებიან, კლუბის ადმინისტრაცია მზად არის მათთან ითანამშრომლოს და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია მიაწოდონ.

როგორც ცნობილია, რამდენიმე საათის წინ „ბასიანში“ ფინანსური დოკუმენტაციის შესამოწმებლად შსს-ს წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა მათ საბუთების ამოღების უფლება კლუბის ადმინისტრაციამ არ მისცა. „ბასიანის“ ხელმძღვანელობის ინფორმაციით, განჩინება, რის საფუძველზეც სამართალდამცველები კლუბში მივიდნენ, 24 მაისსაა გამოცემული ანუ მისი მოქმედების ვადა გასულია. ამასთან, მათივე თქმით, დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც სამართალდამცველები კლუბის ფინანსური შემოსავლების შემოწმებას მოითხოვენ, სხვა იურიდიულ მისამართზე იყო გაცემული.

banner
წინა სტატიაშიდღეს გადაწყდება, რა ფორმითა და შემადგენლობით დარჩება მთავრობა და როგორი სტრუქტურით ჩამოყალიბდება სამინისტროები
შემდეგი სტატიალევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი – სკოლის დირექტორი ინარჩუნებს თანამდებობას, რაც ჩემთვის მიუღებელია