14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დააკავეს მამა, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, თბილისში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, შეგროვებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებული მამაკაცი არასრულწლოვან შვილებს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი თავად ისაკუთრებდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი არასრულწლოვან შვილებს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, თბილისში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, მათ მიერ შეგროვებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.

ამ ეტაპზე, დაზარალებულები სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სერვისცენტრში არიან განთავსებულნი, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
შემდეგი სტატიაკალაძე: ღარიბაშვილის მიერ წინა დღეებში გავრცელებული განცხადებები სავარაუდოდ პრევენციულ ხასიათს ატარებდა