სამართალდამცველებმა აქციის მონაწილე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე დააკავეს

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე დააკავეს.

ლიკა ბასილაია-შავგულიძე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

შეგახსენებთ, დაახლოებით 20:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილემ საავტომობილო გზა გადაკეტა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით აქციის 20-მდე მონაწილე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში.

 

 

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილის ოჯახი პირველ განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატია“როსნეფტი” და “ლუკოილი” დასანქცირებულია, რა მოხდება შემდეგ – რომან გოცირიძე განმარტავს