სამართალდამცველებმა 9 აპრილის მემორიალზე ასული კაცი ჩამოიყვანეს

რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის წინ, სამართალდამცველებმა 9 აპრილის მემორიალზე ასული კაცი ჩამოყვანეს. ის პოლიციელებმა ძველი თვილისის სამმართველოში გადაიყვანეს.
50 წლამდე კაცს თან ჯოხი და, სავარაუდოდ, ცივი იარაღიც ჰქონდა.

კაცი ქვეყანაში ნარკოტიკების შემოდენას აპროტესტებდა. მას, სავარაუდოდ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

ადგილზე საპატრულო პოლიციის, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.

banner
წინა სტატიაშიბათუმში თურქეთის მოქალაქის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე-ფაქტო საპარლამენტო არჩევნები სიცოცხლისათვის საშიში ხდება