შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის
ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე – 1994 წელს დაბადებული ა.ა.
დააკავეს.
პოლიციამ ბრალდებულის პირადი და დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას,
სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით – ერთ კილოგრამამდე
ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი” ნივთმტკიცებად ამოიღო.
სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების
დაფასოებისათვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით
მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

















