სამართალდამცველების შეურაცხყოფა და დაუმორჩილებლობა – ჯიქიას ქუჩაზე ერთი პირი დააკავეს

საპატრულო პოლიციამ დაუმორჩილებლობისა და სამართალდამცველების შეურაცხყოფისთვის ჯიქიას ქუჩაზე ერთი პირი დააკავა.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, დააზიანა საპატრულო პოლიციის მანქანა და პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
დაკავებისას მამაკაცი შეუძლოდ გახდა.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.

banner
წინა სტატიაშიდანიაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატია“ჩამოვიდა ძალიან ბევრი შავი ჯიპი, ძალიან ბევრი ფულით,” – უგულავა “ქართულ ოცნებას” ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს