სამართალდამცველები სიკვდილით დასჯის ზრდით შეშფოთებულები არიან

სამართალდამცველები სიკვდილით დასჯის ზრდით შეშფოთებულები არიან

Amnesty International-მა მსოფლიოში სიკვდილით დასჯის კატასტროფულ მატებაზე ისაუბრა – “ბიბისი” იტყობინება.
უფლებადამცველების მონაცემებით, ოფიციალურად, 2015 წელს დასჯის უმაღლესი ზომა 1634 ადამიანს მიესაჯა – ეს უკანასკნელი 27 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აქედან 89% ერაყში, პაკისტანსა და საუდის არაბეთში მოხდა. ამასთანავე, Amnesty International-ის თქმით, სტატისტიკაში ჩინეთის მონაცემები არ არის შეყვანილი, სადაც ათასამდე ადამიანი დაისაჯა სიკვდილით, რომელსაც მთავრობა საგულდაგულოდ მალავს.

ამდაგვარად, უფლებადამცველები საკუთარ მონაცემებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ სიკვდილით დასჯა ყველაზე ხშირად ჩინეთში ხდება, შემდეგ ირანში, სადაც 977-ჯერ იქნა ეს ზომა გამოყენებული, უმეტესი მათგანი ნარკოვაჭრობაზე დააკავეს. მესამე ადგილზე კი პაკისტანია. მას შემდეგ, რაც მთავრობამ 2014 წელს სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გააუქმა, 326 ადამიანი იქნა დასჯილი, საუდის არაბეთში 158, მათ შორის ბევრს თავი მოკვეთეს. მეხუთე ადგილზე კი აშშ დგას, სადაც 28 ადამიანი დასაჯეს – “ამნესტის” თქმით, ეს მაჩვენებელი აშშ-ში 1991 წლიდან ყველაზე მინიმალურია.

banner
წინა სტატიაში(VIDEO)სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაWikiLeaks: “პანამის დოკუმენტების” უკან სოროსი დგას