სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ კარვებს შლიან

სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ განთავსებულ კარვებს შლიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ამასთან, ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე პირი დააკავეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დაკავებულთა შორისაა ნიკა მელია, ასევე, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძე.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე გუშინ აქცია „ნუ მომკლავ“ გაიმართა. აქციის შემდეგ, მონაწილეებმა პარლამენტის წინ გაშლილი კარვები რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე გადაიტანეს, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი იყო. სამართალდამცველებმა დღეს რუსთაველის გამზირზე კარვები საავტომობილო გზიდან პარლამენტის წინ არსებულ ტერიტორიაზე გადაიტანეს და გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განახლდა.

banner
წინა სტატიაში“ეს არის ძალადობა საკუთარ ხალხზე… ცხვირს მოიტეხავთ! აქცია ჩატარდება და ბევრად უფრო მკაცრი იქნება”
შემდეგი სტატია,, რუსთაველის გამზირზე რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აკეთებენ, პირდაპირ პროვოკაცია და ობსტრუქციაა”