სამართალდამცველები “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს აჭარის მთავრობის სახლში შესვლის უფლებას არ აძლევენ

აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მთავრობის სახლში შესვლას ითხოვენ, რის უფლებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბონდო თედორაძე აცხადებს, ისინი გეგმავენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს გავრცელებული აუდიო ჩანაწერი მოასმენინონ.

მათი განცხადებით, „თორნიკე რიჟვაძე და მისი მამა მკვლელ ხელისუფლებას წარმოადგენენ“, რომლებიც საკრებულოებში უმრავლესობის შესაქმნელად ოპოზიციონერ წევრებზე ზეწოლასა და შანტაჟს ახორციელებენ.

სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილი არიან მუნიციპალიტეტებიდან საკრებულოების ახალი მოწვევის ოპოზიციონერი დეპუტატები.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მთავარი პარტნიორია
შემდეგი სტატია“ამ ფარსში მონაწილეობა არის სირცხვილი! შეგიძლიათ ჩაიხედოთ” – ანა ნაცვლიშვილმა მოსამართლეობის კანდიდატს სარკე მიუტანა