სამართალდამცველები, 20 ივნისის აქციის მონაწილეს მეორე სართულიდან აგდებენ – ახალი კადრები აქციის დარბევიდან

ახალი უმძიმესი კადრები, რომელიც 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ აქციის მონაწილეებზე ნადირობას ასახავს. ვიდეომასალა ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე ერთ-ერთი თვითმხილველის მიერაა გადაღებული.

კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცველები აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც სპეცრაზმს გაექცა და თავს ავტოფარეხს აფარებს, შენობის მე-2 სართულიდან აგდებენ.

დანაშაულს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ჩადიან და ვიდეომასალის მიხედვით მათი იდენტიფიცირება რთული არ უნდა იყოს. თუმცა უცნობია, ვინ დაისაჯა და რა სამართლებრივი რეაგირება მოახდინა ხელისუფლებამ ამ ფაქტზე. “კურიერის” ინფორმაციით, ეს ვიდეოკადრები საქართველოს მთავარ პროკურატურასაც აქვს და საქმეში მტკიცებულებად დევს.

 

https://youtu.be/nBC46VFKUCc

 

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია: მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს
შემდეგი სტატიაბექა ბასილია: ჩვენი მხნეობა მტკიცეა, მოთმინება ამოუწურავი