“სამართალდამცველ უწყებებს ძალადობრივ ჯგუფების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება აქვს”

სახალხო დამცველის განცხადებით, სამართალდამცველ უწყებებს ძალადობრივ ჯგუფების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება აქვს. ნინო ლომჯარიას თქმით, მიუღებელია ის ჰუმანური პოლიტიკა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ქართული მარშის წევრების და ზოგადად, მოძალადე ადამიანების წინააღმდეგ აქვს.

“ამ ადამიანების ქმედებები ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ზაფხულში შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ვფიქრობ, რომ გულგრილი და შემწყნარებლური პოლიტიკა ხორციელდება სამართალდამცველი უწყებების მხირიდან მათნაირი ადამიანების მიმართ. დღემდე არც გამოძიებაა დაწყებული და არც პასუხისგებაშია მიცემული ვინმე იმ ძალადობრივი ქმედებების თაობაზე, რასაც ისინი უკვე წლებია ახორციელებენ ქვეყანაში,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიანა სუბელიანზე თავდამსხმელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ თანამდებობა დატოვეს