„სამართალდამცავთა დაცვის ლიგის წარმომადგენლები ლიტვისა და ლატვიის პოლიციის თანამშრომლებს შეხვდნენ

„სამართალდამცავთა დაცვის ლიგის” წარმომადგენლები ლიტვისა და ლატვიის პოლიციის თანამშრომლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განხილული იყო ურთიერთთანამშრომლობა და მჭიდრო კავშირის დამყარება IPA ლიტვა , IPA ლატვიასა და ქართველ პოლიციელთა ასოციაციას შორის. „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“-ს ხელმძღვანელმა გენერალ-მაიორმა ლევან გვაზავამ საერთაშორისო პოლიციის ასოციაციის ლიტვისა და ლატვიის სექციის 9 წევრი მადლობის სიგელით დააჯილდოვა. შეგახსენებთ, რომ 2014 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ , საქართველოში IPA ლიტვის სექციის წარმომადგენელია.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა
შემდეგი სტატიავახტანგ ხმალაძე : “ამ ეტაპისთვის მე უპარტიოს სტატუსი მაქვს”