სამართალდამცავთა დაცვის ლიგა: აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკანონო და უსამართლო

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ პოლიტპატიმართა 190 კაციან სიაში, 42 - ე ნომრით გათავისუფლებული თემურ გორდელაძისა და პოლიტპატიმართა სიაში 152-ე ნომრით შეყვანილი ფრიდონ დევრიშაძის საქმის კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ე.წ. კაბელების საქმეზე დღეს გამოტანილ განაჩენს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართალდამცავთა დაცვის ლიგა” ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“გვინდა გამოვეხმაუროთ ე.წ. „კაბელების“ საქმეზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. მივიჩნევთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკანონო და უსამართლო. ჩვენი აზრით, სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება დანაშაულის შემადგენლობა. ასევე, საქმეში არსებული სხვა ფაქტობრივი გარემოებები არ ადასტურებს დაკავებულ პირთა ბრალეულობას. გარემოებები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ აღნიშნულ საქმეში არ არსებობს სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები და საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განაჩენი უხეშად არღვევს დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს პრინციპს და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას”,- ნათქვამია სდლ-ს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ბიბისი”: ბოსტონში პირველად პენისის ტრანსპლანტაცია მოხდა
შემდეგი სტატიაბუნდესტაგი ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდის აღიარების საკითხს განიხილავს