11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები თავდაცვის უწყებაზე არ გავრცელდება

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები თავდაცვის უწყებაზე არ გავრცელდება,_ ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა განაცხადა.

შესაბამისი განმარტება ბაჩიაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს.

“თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნო, რომ ეს მსჯელობის საგანი იყო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა მაინც პოლიტიკური თანამდებობაა, ამან გარკვეული თვალსაზრისით თუნდაც შეკითხვები რომ არ გამოიწვიოს, ამ ეტაპზე სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებებში თავდაცვის სტრუქტურის კოორდინაცია არ იგეგმება“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს კანონის პროექტს, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება ხდება. პროექტის მიხედვით, ახალი სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას მატერიალურ-ტექნიკურად და ორგანიზაციულად მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

ვახტანგ ბაჩიაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები მთავრობის დადგენილებაში დაზუსტდება, სადაც “მისი რუტინული თუ სტრატეგიული უფლებამოსილებები გაიწერება.

banner
წინა სტატიაშიოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ირანული ნავთობის იმპორტის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო სამართალს არ ეფუძნება
შემდეგი სტატიაევროკავშირის საელჩო: უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას