სამართალდამცავებმა „თავისუფალი ზონის“ წევრი დააკავეს

სამართალდამცავებმა გვიან ღამით თბილისში, ორთაჭალაში „თავისუფალი ზონის“ წევრი გიორგი რუხაია დააკავეს. რუხაია წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, აღნიშნულ საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

როგორც ცნობილია, რუხაია სამართალდამცავებმა პლაკატების გაკვრისთვის დააკავეს. „თავისუფალი ზონის“ ინფორმაციით კი მისი დკავება ერთ-ერთ სწრაფი კვების ობიექტში მოხდა, სადაც დაკავებული მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

შსს ინფორმაციით, გიორგი რუხაია თავდაპირველად ადმინსიტრაციული კოდექსით, იერსახის დამახინჯების ფაქტზე იყო გამოვლენილი, შემდეგ კი, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს. აქტივისტის დაკავებას უსამართლოდ მიიჩნევენ ნაციონალურ მოძრაობაში.

banner
წინა სტატიაშიოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე მოქალაქეები იკრიბებიან
შემდეგი სტატია„კოალიცია თანასწორობისთვის“ სახელმწიფოს 17 მაისს შეკრების თავისუფლებისა და უსაფრთხოების განუხრელი დაცვისკენ მოუწოდებს