სამართალდამცავებმა ქურდობის ფაქტებზე 27-ჯერ მხილებული არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-
საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში
ქურდობის ფაქტებზე 27-ჯერ მხილებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ
მყოფი, 2003 წელს დაბადებული ს.ს. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულ
არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მის მიერ
ჩადენილი დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე
მდებარე მაღაზია გაქურდა. სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები
ნივთმტკიცებად ამოიღეს. ს.ს.-მ მის მიერ იმავე დღეს ჩადენილი ორი მაღაზიის
გაქურდვის ფაქტიც აღიარა.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე
მუხლით.

banner
წინა სტატიაში თურქეთში ISIS-ის ,,საახალწლო ტერაქტები,, აღკვეთეს
შემდეგი სტატიასამართალდამცავებმა კარების ჩამტვრევისთანავე ესროლეს ჩემს შვილს