სამართალდამცავებმა ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 1992 წელს დაბადებული თორნიკე მ. თბილისში აიყვანეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ უბანში ყაჩაღურ თავდასხმას აპირებდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გადაჭრილი თოფი – ე.წ. აბრეზი, ხელთათმანი, საოჯახო დანა და სანადირო თოფის 3 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმიხაილ ხოდორკოვსკი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს
შემდეგი სტატიაკახეთში ძლიერმა სეტყვამ ყვარლის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა