სამართალდამცავებმა აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი ამოიღეს

შსს-ს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე საჯად დ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, ხოლო 1956 წელს დაბადებულ ასლან კ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

სამართალდამცველებმა, საჯად დ.-ს ნაქირავები ბინის ჩხრეკისას, 24 გრ გამომშრალი მარიხუანა, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, „LLAMA“-ს მოდელის პისტოლეტი და 10 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიავიქტორია ნულანდი: ვარშავის სამიტზე ნატო კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას