სამართალდამცავების სავარაუდო დანაშაულებზე 60 ქალი მტკიცებულებებს აგროვებს

შსს-ს თანამშრომლების სავარაუდო დანაშაულები – 60 ქალი, რომელიც პოლიციამ სხვადასხვა ადმინისტრაციული წესით უკანონოდ დააკავა, მტკიცებულებებს აგროვებს.

დღეს შეხვედრა ადვოკატ მარიკა არევაძის ორგანიზებით გაიმართა. იგეგმება ამ საქმეების ერთად შეკვრა და საერთაშორისო ქალთა დაცვის ორგანიზაციებსითვის, ასევე საელჩოებისთვის მათი მიწოდება.

ქალები ამბობენ, რომ საქმეში ჩაწერილი იქნება ცრუ მოწმე პოლიციელების სახელები და გვარები, ასევე მტკიცებულებები სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამატების შესახებ. იგეგმება დოკუმენტური ფილმის გაკეთებაც.

60 ქალი იქნა დაკავებული სრულიად უსაფუძვლოდ რეპრესიების ფარგლებში და დღეს ჩვენ გვაქვს სწორედ რეპრესიებგამოვლილ, მებრძოლ ქალებთან შეხვედრა და მათთან ერთად ვმსჯელობთ სამომავლო მოქმედებებზე და აქტივობებზე, რომ უფრო მეტ ადამიანამდე მივიდეს ის ტერორი, რასაც აწყობს “ოცნება” საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ”, – ამბობს მარიკა არევაძე.

banner
წინა სტატიაში“სუს-ის ბრიფინგზე ჩვენ გავიგეთ არაფერი” – ნიკა ფარულავა
შემდეგი სტატია“თუ გამხსნელად ტრიქროლეთილენი გამოიყენეს, ეს ამძიმებს ყველაფერს” – ნარკოლოგი სუს–ის განცხადებაზე