სამართალდამცავების მობილიზება თელავის მუნიციპალიტეტის შენობასთან – “ევროპული საქართველო” მაჟორიტარი დეპუტატის კაბინეტის “დაბოქლომებას” ცდილობენ

თელავის მუნიციპალიტეტის შენობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. “ევროპული საქართველოს” წევრები მაჟორიტარი დეპუტატის, გელა სამხარაულის და ირაკლი სესიაშვილის კაბინეტის “დაბოქლომებას” აპირებენ, თუმცა სამართალდამცავები პარტიის წევრებს შენობაში არ უშვებენ.

“ევროპული საქართველოს” თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის შენობის კარზე ბოქლომის დამაგრებას ის დღის განმავლობაში კიდევ შეეცდება.

ადგილზე ასევე “ქართული ოცნების” მხარდამჭერებიც იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველები მუნიციპალიტეტის შენობასთან მისვლის უფლებას არც ჟურნალისტებს არ აძლევენ.

banner
წინა სტატიაშიხმაური და დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოსთან – აქციის მონაწილეები შენობაზე ბოქლომის დადებას გეგმავენ
შემდეგი სტატიახულოში, საცხოვრებელ სახლებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია