(video) სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, 11 მაისს, თბილისში, ლეონიძის ქუჩაძე, სამართალდამცავების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით აღიძრა.

“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 11 მაისს, გ. ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და საქმეზე კანონიერი, სამართლებრივი გადაწყვეტილების მისაღებად”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჯეიმს ო’ბრაიენი: ვგმობთ კანონის მოწინააღმდეგეებზე ძალადობასა და დაშინებას
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – ვხედავთ, რომ არის ძალადობრივი სცენარისკენ წაქეზება გარედან, თუ შიგნიდან