-
სამართალდამცველებმა ქვეყანაში 4 კილოგრამამდე ნარკოტიკის გავრცელებისმცდელობა აღკვეთეს, ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზემილიონ ნახევარ ლარს შეადგენსშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისთანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსურად ჩატარებულისაპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობითნარკოტიკის – 4 კილოგრამამდე „ალფა-პვპ“-ს გავრცელების მცდელობა აღკვეთეს.ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე მილიონ ნახევარ ლარსშეადგენს.განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა დაშენახვის მცდელობის, უკანონოდ გადაზიდვის მცდელობისა და უკანონორეალიზაციის ხელშეწყობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია უცხო ქვეყნისმოქალაქე.გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი, უცხო ქვეყნიდან მისთვისშენიღბულად გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკისრეალიზაციას გეგმავდა, დაკავებულს აღნიშნული ნარკოტიკი თბილისში მდებარეერთ-ერთ ავტოსადგომზე უნდა მიეღო.სამართალდამცველებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებისშედეგად, ბრალდებულისთვის გამოგზავნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობითნარკოტიკი – 4 კილოგრამამდე „ალფა-პვპ“ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონშინივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო ადრესატისთვის ამანათის კონტროლირებადიმიწოდება განახორციელეს.ბრალდებული ამანათს, მის მიერ წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმისთანახმად, თბილისში, ავტოსადგომზე დახვდა, რის შემდეგაც დედაქალაქისდატოვებას შეეცადა.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ მამაკაცი თბილისისგასასვლელში, მისივე მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისასშეაჩერა. სამართალდამცველებმა ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებადამოიღეს ამანათი, ასევე, ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე, 19-260-ე პრიმა და19-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადოთავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

















