სამარცხვინოა, რომ ომის დასაწყისში კალანდაძე გერმანიის ციხეში იყო, პრორუსული ქართული რეჟიმის ყალბი ბრალდებების გამო – NATO-ს ყოფილი მრჩეველი

​NATO-ს ყოფილი მრჩეველი გვითიან პრინსი, საქართველოს შეიარაღებული ძალებს გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, გიგი კალანდაძის გერმანიაში დაკავებასა და გათავისუფლებაზე საუბრობს და ამბობს, რომ სამარცხვინოა, როდესაც “საქართველოს პრორუსი ხელისუფლების ყალბი ბრალდებებისა” და გერმანიის არასწორი გადაწყვეტილების გამო, კალანდაძე უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწყის ეტაპზე ვერ იმყოფებოდა.

“ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე….ის უკრაინის გენერალური შტაბის ერთ-ერთი წევრია. ომის დასაწყისში ის [უკრაინაში] არ იმყოფებოდა, რადგან გერმანიის ციხეში იყო, პრორუსული ქართული რეჟიმის ყალბი ბრალდებების გამო. სამარცხვინოა, რომ გერმანიის მთავრობას 24 თებერვლისთვის გენერალი ისევ დაკავებული ჰყავდა. მამაცმა გერმანელმა [პროკურორმა] შეძლო, გაეთავისუფლებინა ის, მიეცა პასპორტი და მისთვის ეთქვა – დაბრუნდი და უხელმძღვანელე თქვენს ჯარს.
[…]
კალანდაძე დაბრუნდა ბრძოლის ველზე. ის არის ეროვნებით ქართველი, ახლა უკრაინის მოქალაქე და შეერთებული შტატების რეინჯერთა და საჰაერო სადესანტო სკოლის კურსდამთავრებული”,- ​ამბობს NATO-ს ყოფილი მრჩეველი ბრიტანულ მედიასთან საუბარში.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს უმასპინძლა
შემდეგი სტატიადარწმუნებული ვარ, რომ უკრაინული ძალები ქალაქს დაიცავენ – ხარკოვის მერი