სამარცხვინოა, როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ბინის, მაღაზიის ქურდობებს ჩადიან

ladochanturiaგერმანიაში საქართველოს ელჩის ლადო ჭანტურიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია გერმანულ მედიაში ბოლო დროს აქტუალური გახდა.

როგორც ჭანტურიამ „ქრონიკის სტუდიაში“ განაცხადა, აღნიშნული ფაქტი მხოლოდ გარკვეული ძალების მიერ აგორებული მედიაკამპანიაა და ვიზალიბერალიზაციასთან კავშირში არ არის.

„სამთავრობო, პოლიტიკურ დონეზე, ეს საკითხი არასდროს ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არ განხილულა. ვფიქრობთ და დარწმუნებული ვართ, რომ გარკვეული ძალების მიერ აგორებული მედია-კამპანია უფროა, ვიდრე ვიზა-ლიბერალიზაციასთან უშუალოდ დაკავშირებული საკითხი. რაც შეეხება სტატისტიკას, მთლიანობაში ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაული მაღალი არ არის, მაგრამ მაღალია თავშესაფრის მთხოვნელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა. სწორედ ეს იყო განხილვის საგანი ექსპერტების დონეზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა დაინიშნა პოლიციის ატაშე საქართველოს საელჩოში და წელიწადზე მეტია რაც ის აქტიურად თანამშრომლობს გერმანულ საპოლიციო სტრუქტურებთან“, – განაცხადა ჭანტურიამ.

მისივე თქმით, ქართველების მიერ ჩადენილი ქურდობების პრობლემა სამარცხვინოა.

„სამარცხვინოა, როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ბინის, მაღაზიის ქურდობებს ჩადიან, მაგრამ ეს საკითხი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების წინაპირობა არასდროს ყოფილა, რადგან საქართველომ გეგმით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შეასრულა“, – განაცხადა გერმანიაში საქართველოს ელჩმა.

banner
წინა სტატიაში(video) ხოსე კარერასი სასცენო მოღვაწეობას ამთავრებს – აღიარებული ტენორი ქუთაისში
შემდეგი სტატიაუეფამ ხორვატიისა და თურქეთის წინააღმდეგ დისციპლინარული გამოძიება დაიწყო