“სამარცხვინოა, ევროპარლამენტში ტელეარხს კარს უხურავენ”, – ევროპარლამენტარებმა რუსთავი 2-სთვის სხდომის დახურვა გააპროტესტეს

kjuსაპარლამენტო კომიტეტის მეორე სხდომის შედეგად ევროპარლამენტარებმა მიიღეს საერთო განცხდება და რეკომენდაცია. ამას წინ უსწრებდა დებატები კომიტეტში. რუსთავი 2-ს სურდა გადაეღო, თუ კონკრეტულად რა საკითხებზე მსჯელობდნენ დეპუტატები, თუმცა ტელეკომპანიის კამერას არ მიეცა ამის საშუალება.

კომიტეტის თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილებით სხდომა დაიხურა, რის შემდეგაც რუსთავი 2 უკვე გარეთ ელოდა დეპუტატებს.

სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთეს ევროპელმა დეპუტატებმა. მათ თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს ამ ფაქტთან დაკავშირებით და გარდა ამისა ისაუბრეს იმ შესწორებებზე, რაც ჰქონდა ევროპის სახალხო პარტიასა და სხვა პოლიტიკურ ფრაქციებს.

“ჩვენ გავაპროტესტეთ. ვინაიდან ქართულ საზოგადოებას უფლება არ მიეცა დებატების მოწმე ყოფილიყო. რუსთავი 2-ის კამერას სთხოვეს დარბაზი დაეტოვებინა, რაც ეწინააღმდეგება პროცედურულ წესებს. ჩვენ შევთავაზეთ ცვლილების შეტანა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის მიღებამდე უნდა დააკმაყოფილოს დემოკრატიული სტანდარტი, რასაც ასოცირების შეთანხმება მოითხოვს: გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, შეწყვიტოს დამოუკიდებელი მედიის, განსაკუთრებით რუსთავი 2-ის და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს დევნა. ამ მიზეზით ევროპის სახალხო პარტიამ და სხვა საპარლამენტო ჯგუფებმა მთლიანობაში რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა“, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმასარიუშ ვოლსკიმ.

გაოცება გამოხატა დეპუტატმა ჰოკმარკმაც. მან აღნიშნა, რომ სამარცხვინოა, როდესაც ტელეკომპანიას ევროპარლამენტში კარს უხურავენ.

„ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ კოალიცია ქართულ ოცნებას არ სურდა დარბაზში ყოფილიყო რუსთავი 2. ისინი საქართველოში დევნას ახორციელებენ ამ ტელეარხის წინააღმდეგ. ევროპარლამენტში კი კარსუხურავენ. ეს სამარცხვინოა და აჩვენებს მათ სისუსტეს. მე და ჩემმა კოლეგებმა თქვენი გაყვანის წინააღმდეგ მივეცით ხმა, მაგრამ სხვები სტუმრების მიმართ ზრდილობიანი დამოკიდებულების გამო დათანხმდნენ. ეს ძალიან უცნაური და იშვიათობაა, რადგან ევროპარლამენტი ღია და გამჭვირვალეა. ქართულ ოცნებას არ სურდა ჩვენგან მოესმინა ისიც, რომ არ უნდა ჩაერიოს უზენაესი სასამართლოს უფლებებში. ყველამ უნდა დავიცვათ უზენაესი სასამართლო ჩვენს ქვეყნებშიც, რომ ის თავისუფალი იყოს“, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა გიუნარ ჰოკმარკმა.

banner
წინა სტატიაშიდაზვერვამ დონეცკში აფხაზეთიდან მებრძოლი ორი მეთაური ამოიცნო
შემდეგი სტატია“ივანიშვილი ზრუნავს ზებრებზე, პინგვინებზე, ყველაფერზე, ხალხის გარდა” – ირმა ნადირაშვილი