სამარცხვინოა, ბექა ოდიშარიას განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ჩვენი მოქალაქეების შესახებ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, “ოცნების” წევრის, ბექა ოდიშარიას აფხაზეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე გაკეთებულ განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.

პრეზიდენტი ვარაუდობს, რო “ეს როგორც ჩანს “ოცნების” მიერ გაგებული ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა”.

სამარცხვინო განცხადება ბექა ოდიშარიასი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ჩვენი მოქალაქეების შესახებ!
საერთოდ უდანაშაულოობის პრეზუმფცია არ იცოდე რას გულისხმობს და უარესი, კიდევ ეგრეთწოდებული სამართალდამცველების ბრალდებებს უაპელაციოდ იზიარებდე.
ეს როგორც სჩანს, ოცნების მიერ გაგებული ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა, რისთვისაც თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ!” – წერს პრეზიდენტი.

სამწუხაროდ, ამ ადამიანსაც ხელი შეუწყვია იმისათვის, რომ ის დაეკავებინათ – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი ბექა ოდიშარია დეფაქტო აფხაზეთის მიერ ქართველების დაკავებას.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის უმაღლესმა რადამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატია“200-ზე მეტი ქართველი სტუდენტი რუსეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში ისწავლის”-კრემლის მედია