“სამარცხვინო ფაქტი, დარტყმა ისედაც დისკრედიტირებულ სასამართლოზე” – მარგველაშვილი დოლიძის იმპიჩმენტზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის შესაძლო იმპიჩმენტს “სამარცხვინო ფაქტი” უწოდა. მარგველაშვილის შეფასებით, ეს ნაბიჯი სასამართლო სისტემას კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებს.

“სამარცხვინო ფაქტი განხორციელდება. ანა დოლიძეს დაცვა კი არ სჭირდება, დაცვა სჭირდება სასამართლო სისტემას. ეს რომ მოხდეს, თვითონ სასამართლო სისტემისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, მთელი ჩვენი ამ გარემოსთვის იქნება ძალიან დიდი დარტყმა, არა ანასთვის, გავახილოთ თვალი და დავინახოთ ეს. ეს იქნება კიდევ ერთი დარტყმა ისედაც ძალიან დისკრედიტირებულ სასამართლო სისტემაზე და იუსტიციის საბჭოზე,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გიორგი მარგველაშვილის რეკომენდაციით მოხვდა.

ანა დოლიძის იმპიჩმენტის საკითხი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა დააყენა, ამისთვის მან საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართა.

banner
წინა სტატიაში„ემზარ ის შავი კაცი ვინ იყო?… ულვაშიანო კაცო, გაჩერდი და წყნარად მოისმინე…“- შელაპარაკება გოცირიძე-კვიციანს შორის
შემდეგი სტატიამოსამართლე მოწმეს: შეიძლება ვინმემ იცის ოკუპანტის ენა, მაგრამ მე არ ვიცი, ქართულად ისაუბრეთ