“ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში იმ 84 დეპუტატის ფოტოებს და სახელებსა და გვარებს აქვეყნებს, რომლებმაც რუსული კანონის საბოლოოდა დამტკიცებაში მიიღეს მონაწილეობა. ოპოზიციის წევრი წერს, რომ მოღალატეების სახელები და გვარები ყველამ უნდა იცოდეს.
ამასთან, ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ ყველას, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა, პოლიტიკური და საჯარო საქმიანობა უნდა აეკრძალოთ. სამადაშვილი მიიჩნევს, რომ სწორი იქნებოდა, მათ, ვინც ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს ეწინააღმდეგება, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დაეკისროთ.
ამ სამარცხვინო მოღალატეების სახელები და სახეები უნდა შეისწავლოს და დაიმახსოვროს ერმა. ისტორიის სახელმძღვანელოებში უნდა შევიდეს შემდეგი თაობებისთვის.
მე პირადად კი, ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტში თუ მექნება კიდევ მანდატი, პირველ ინიციატივად, რუსული კანონის გაუქმებასთან ერთად, შევიტან წინადადებას, რომ ყველა საქართველოს მოქალაქეს, ვისაც სანქცია დაუწესდა ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, აეკრძალოს რაიმე პოლიტიკური და საჯარო თანამდებობის დაკავება, ფინანსური სანქციების აღსრულება კი, ასევე აუცილებლად მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე.
ისე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაწესდეს საჯარო და პოლიტიკურ პირებზე, ვინც საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსს გამიზნულად მოუწყობს საბოტაჟს.
სამწუხაროა, რომ ეს კანონი ჯერ არ გვაქვს, – წერს სამადაშვილი.