“სამარცხვინო, მაიმუნო ქალო” – დაპირისპირება თინათინ ბოკუჩავას და ეკა ბესელიას შორის პარლამენტში

დაპირისპირება თინათინ ბოკუჩავას და ეკა ბესელიას შორის – პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური ეკა ბესელიას განცხადებას მოჰყვა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ დაპირისპირებაში ირაკლი კობახიძე ჩაერია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ბრალდებები გააპროტესტა, რომელიც მესამე პრეზიდენტის მხრიდან თინა ბოკუჩავასთვის გაკეთებულ საჩუქარს ეხებოდა.

„შენი შვილის საქმეებს ვთარგმნიდი მე NDI-ში, დაგავიწყდა ხომ? შე, სამარცხვინო ქალო, შენა. შენ გგონია, რომ გაგივა ხომ ეს ყველაფერი. შენი ყაჩაღი შვილის საქმეებს ვთარგმიდი მე NDI-ში… კარგად იცი შენ ჩემი წარსული და ამიტომ ენას კბილი დააჭირე შე, მაიმუნო ქალო,“ – მიმართა ბოკუჩავამ ეკა ბესელიას.

დაპირისპირების შემდეგ თინათინ ბოკუჩავამ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„ცილისწამება და უტიფარი ტყუილები არის ეკა ბესელიასთვის ჩვეული სტილი და, შესაბამისად, ეს ცხადია, გასაკვირი მისგან არ იყო და მისი გაღიაზიანება გამოიწვია იმან, რომ მე ვისაუბრე იმ შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე, რაც ახლდა ე.წ. პოლიტპატიმრების სიას, რომელიც მან შეადგინა 2012 წელს და რის შედეგადაც გამოუშვა, მათ შორის, რუსი ჯაშუშები. ეს იყო მისი გაღიზიანების მიზეზი და შემდგომ ის გადმოვიდა პიროვნულ შეურაცხყოფაზე და რაც მთავარია, ტყუილების ტირაჟირებაზე,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

ეკა ბესელიას განცხადებით, თინათინ ბოკუჩავა ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებდა.

„როდესაც ქალბატონი ბოკუჩავა საუბრობს ცილისმწამებლურად კორუფციაზე და ფაქტი არ აქვს, მე კონკრეტული ფაქტი დავუსახელე და ვკითხე, რომ ახსნას ამის შემდეგ, რატომ იღებდა ასეთ საჩუქრებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული თანხით, პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ საჩუქარს, ადამიანი, რომელიც მაშინ არ იყო მის პარტიაში,“ – განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიშალვა თადუმაძე – მთავარი პროკურატურა სამართლიანი და ღია ინსტიტუტი რომ გახდეს, ნებისმიერ გადაწყვეტილებას შეგვიძლია ველოდოთ
შემდეგი სტატიაშრომის უსაფრთხოების კანონის გამკაცრება – ირაკლი კობახიძე გიორგი კვირიკაშვილს უპირისპირდება