“ბატონი პაატა მოგესალმებათ ყველას. მას 8 დეკემბრამდე აკრძალული აქვს წერილის გამოგზავნა და მოკლებულია შესაძლებლობას 4 ოქტომბრის ისტორიული, ეროვნული კრების მნიშვნელობა სათანადოდ შეაფასოს და აუხსნას ქართველ ხალხს, ამავე დროს უპასუხოს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის სამარცხვინო განცხადებას, რომ თურმე ეროვნული კრება ყოფილა რუსული სპეცოპერაცია. პირველივე შესაძლებლობისთანავე იგი მოგაწვდით სრულ ინფორმაციას. მადლობა” – ნათქვამია პაატა ბურჭულაძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ წერილში, სადაც ბურჭულაძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ 4 ოქტომბერი რუსული სპეცოპერაცია იყო
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს, გვიან ღამით დააკავეს. მასთან ერთად, ამავე ბრალდებით დაკავებულები არიან ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
“მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”-განაცხადეს მაშინ შსს-ში
















