“სამარცხვინო გადაწყვეტილება…რომ შემძლებოდა სტვენა, დავუსტვენდი”- ტუღუში

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო- ასე შეაფასა მედიაექსპერტმა ლაშა ტუღუშმა ბორდის დღევანდელი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საზმაუს გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე გახდა.

„მე ვთვლი, რომ საბჭოს საერთოდ თავმოყვარეობა არ აქვს. მათ მიიღეს სამარცხვინო გადაწყვეტილება – ყველაზე უარესი, რაც შეიძლებოდა მიღებულიყო. ძალიან მენანება ის ერთი ლარი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ვიხდით ამ ორგანიზაციის დასაფინანსებლად. საქართველო არის ღარიბი ქვეყანა და ჩვენ არა გვაქვს ფუფუნება, ამ უხარისხო პროდუქტში, ამ უხარისხო გადაწყვეტილებებში, 40 მილიონს ვიხდიდეთ. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. მე არ მესმის საბჭოს წარმომადგენლების, თითქოს ეს ადამიანები რაღაც ღირებულებების მატარებლები არიან და ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებებს როგორ იღებენ, ჩემთვის გაუგებარია. მათ ამ გადაწყვეტილებით წერტილი დაუსვეს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებას. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, უბრალოდ, ადამიანს უნდა გააჩნდეს თავმოყვარეობა, როდესაც ასეთ პოზიცია უჭირავს და მიიღოს წესიერი გადაწყვეტილება. რომ შემძლებოდა სტვენა, დავუსტვენდი, როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვისმენდი“, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

banner
წინა სტატიაშიდეკემბერში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ჰონორარი გაორმაგდა
შემდეგი სტატიავასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტში ცვლილებებს არ გამორიცხავს