სამადაშვილმა საჯაროდ იმ დეპუტატების სია წაიკითხა, ვინც მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საჯაროდ იმ დეპუტატების სია წაიკითხა, ვინც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. 91-მა კანონმდებელმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.

მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი, “ქართული ოცნების” სამმა დეპუტატმა არ დაუჭირა, მათ შორის არიან რომან კაკულია, მარიამ ჯაში და ბექა ოდიშარია.

კენჭისყრაში, რაც პროკურატურისთვის მელიას დაპატიმრების თანხმობას გულისხმობს, 92 დეპუტატი მონაწილეობდა.

 

 

იმუნიტეტის შეჩერების მოთხოვნით პარლამენტს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა. გამოძიება მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ძალადობა, მონაწილეობას ედავება. ბრალდება 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღეს პროკურორმა არაერთხელ გაიმეორა, ნიკა მელიას დაკავებას ალტერნატივა არ აქვს, რადგან არსებობს მისი მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

საქმეში კი 6 მოქმეა, აქედან 4 შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუს-ის წარმომადგენლები არიან.

დეპუტატების სია, რომლებმაც ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

 

banner
წინა სტატიაშილევან გოგიჩაიშვილი: “ადეიშვილის დროინდელი პროკურორი იყო დღეს პარლამენტში, გესმით? ეს სისტემა უნდა დაინგრეს”
შემდეგი სტატიაამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 20 ივნისის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს