,,სამადაშვილმა მინიმუმ ორი თვით დაიგვიანა”-თალაკვაძის აზრით, სამადაშვილი პოლიტიკურ პროცესებს ჩამორჩება

სალომე სამადაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მინიმუმ ორი თვით ჩამორჩება – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, რომელიც არჩევნების თემატიკაზე ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას გამოეხმაურა.

თალაკვაძის ინფორმაციით, დოკუმენტი, რომელიც სამადაშვილმა საზოგადოებას წარუდგინა, მიმდინარე კვირაში არ გამოცემულა.

“თუ მომავალში უნდა გამოიცეს და საზოგადოებას ის ვერსია აჩვენა, არ ვიცი. რაც შეეხება რეკომენდაციებს, სამადაშვილმა მინიმუმ ორი თვით დაიგვიანა, რადგან პარლამენტის თავმჯდომარეს საერთაშორისო პარტნიორთან შეხვედრა ჰქონდა. მათ შორის, დიპლომატიურ კორპუსთან. ეუთო-ს რეკომენდაციები დეტალურად განხილული გვაქვს, რომელიც არჩევნების შემდეგ გამოიცა. ჩვენი პოზიცია და მზადყოფნაა, რომ ეს რეკომენდაციები კანონმდებლობაში ავსახოთ. სამადაშვილი მოწესრიგებული ადამიანია და მას საგარეო მიმართულებით მუშაობის გამოცდილებაც აქვს, თუმცა ისეთ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის საფუძველიც არ არსებობს. ეს დოკუმენტი მიმდინარე კვირაში არ გამოცემულა, რომელიც მან საზოგადოებას აჩვენა, რეალურად არ არსებობს და პრინტერზე აქვს ამობეჭდილი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა, არჩევნებთან დაკავშირებით ის რეკომენდაციები შეასრულოს, რომელიც ქვეყანას აშშ-მ, ევროკავშირმა და ევროსაბჭომ მისცეს.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაცია თუ “ოცნების” ძალადობა-რა ბრალდებებს უყენებს ოპოზიცია და ,,პოზიცია” ერთმანეთს
შემდეგი სტატიამალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე ხვალ გამოცხადდება