სამადაშვილი: თქვენ დასცინეთ ზაზა სარალიძეს

“ქალბატონო თეა, თქვენ ხელისუფლებაში მოხვედით პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის და 7 წლის მანძილზე უღირსი გადაწყვეტილებებით ამას პირნათლად ასრულებთ, ამიტომ ხართ ბიძინა ივანიშვილისთვის შეუცვლელი მინისტრი”- ასე მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა იუსტიციის მინისტრს.

სამადაშვილმა თეა წულუკიანს შეახსენა ის წერილები, რომელსაც დეპუტატის თქმით, ხელისუფლება აგვისტოს ომზე ჰააგაში აგზავნიდა.

ოპოზიციონერის შეფასებით, წულუკიანი უმანკოების მანტია მოსხმულის პოზიციიდან საუბარს ცდილობს.

მისივე თქმით, წულუკიანის გადადგომას არამხოლოდ ოპოზიცია, არამედ პროდასავლური არასამთავრობოებიც ითხოვენ.

“იძულებულები ვართ, შეგახსენოთ, რა არის უკადრებელი. გუშინ აქ გვესაუბრებოდით, თურმე, უკადრებელია შეკითხვის დასმა. რას აკეთებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად საერთაშორისო საპარეზზე. მაშ, მომისმინეთ, ქალბატონო მინისტრო, თუ რა არის უკადრებელი? – უკადრებელი არის ის, რომ თქვენი ხელმძღვანელობის ქვეშ, არაერთმა პროკურორმა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გაუგზავნა წერილი, რომელშიც განაცხადა, რომ ჩვენ ახლა არ გვცალია რუსეთის დანაშაულის გამოძიებისთვის იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულები უნდა გამოვიძიოთო. თქვენ როცა გთხოვეთ, რომ მოგეყოლათ ამ წერილების შინაარსი, თქვენ არ მოყევით იმიტომ, რომ არ გინდათ გაიხსენოთ”- აღნიშნა სამადაშვილმა.

დეპუტატმა მინისტრი შვილმოკლული მამის დაცინვაშიც დაადანაშაულა.

“თქვენ ამ დარბაზში დასცინეთ ზაზა სარალიძეს, დასცინეთ საგამოძიებო კომისიას, უთხარით რომ შეკითხვები ვერ მოძებნეთ სწორადო. იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოგეხადათ სარალიძის ოჯახისთვის იმისთვის, რომ მათი შვილის მკვლელი დღემდე დაუსჯელია. დასცინეთ მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომელსაც უთხარით, რომ თქვენი შვილის მკვლელობაში სახელმწიფოს ბრალეულობას ვერ ვხედავო. დასცინეთ ყველა მოქალაქებს ვისაც სურს იცხოვროს ქვეყანაში, რომელშიც დამოუკიდებელი სასამართლო არსებობს. დიახ, ქალბატონო თეა, თქვენ სახელს უკავშირდება კლანური მმართველობა სასამართლო სისტემაში”- მიმართა სამადაშვილმა წულუკიანს.

ენმ-ს ლიდერმა წულუკიანის მისამართით ასევე თქვა, რომ “ყველა ბოროტებას თავისი არტერია, გული და სული აქვს, ბიძინა ივანიშვილის ბოროტების სისტემა და რეჟიმი თეა წულუკიანის საქმიანობას ემყარება”.
მისივე თქმით, წულუკიანი მისი “უღირსი მმართველობის გამოა შეუცვლელი”.

სამადაშვილმა მინისტრი, თანამებრძოლების გაწირვაში დაადანაშაულა. “ვიდრე ვინმეს მორალს წაუკითხავთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ საკუთარი თანაგუნდელები მგლის ხახაში ჩააგდეთ”- მიმართა მან თეა წულუკიანს.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/nacionalurimodzraoba/videos/317118515669166/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : მაია ცქიტიშვილმა უნდა განმარტოს, რატომ არ ასრულებს მთავრობა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საკუთარ ვალდებულებებს
შემდეგი სტატიასახლში გაჩენილ ხანძარს 86 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა