სამადაშვილი – საზოგადოებრივი აზრი არის ძალიან აშკარად გაყოფილი

ალბათ დღეს რომ ჩატარდეს კვლევა გარკვეულწილად სხვა შედეგები იქნება, ამიტომ რთულია, ვიმსჯელოთ ამ კვლევის შედგებით, იმდენად მნიშვნელოვანი ცვილებები მოხდა ამ კვლევის ჩატარების შემდეგ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევებთან დაკავსირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პლებისციტი ყველაზე სწორი გზაა, რომ პოლიტიკური კრიზისის დროს ხალხის უმრავლესობისთვის მისაღები გადაწყვეტილება მიიღონ.

„ცხადია, საზოგადოებას ურჩევნია, ოპოზოცია წარმოდგენილი იყოს პარლამენტში, მაგრამ ამავე დროს ცხადია, რომ საზოგადოებრივი აზრი არის ძალიან აშკარად გაყოფილი, შეიძლება ითქვას, ჩვენი ამორჩევლის ნახევარს სურს, ქვეყანაში ჩატარდეს ვადამდელი არჩვენები. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პოლარიზება საზოგადოებაში არის საკმაოდ მაღალი, რაც ადასტურებს, რომ ჩვენი წინადადება, ჩავატაროთ პლებისციტი და საზოგადოებრივმა გამოკითვამ გადაწყიტოს, ჩატარდეს თუ არა ქვეყანაში ვადამდელი არჩვნები, ეს იქნება ყველაზე სწორი გამოსვალი. პლებისციტი, რომელიც არის ფაქტობრივად ფართომაშტაბიანი აზრის გამოკითხვა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ყველაზე სწორი გზაა, რომ პოლიტიკური კრიზისის დროს მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც სურს ხალხის უმრავლესობას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქადაგიშვილი „აირაის“ კვლევებზე – ამომრჩეველს რიგგარეშე არჩევნების სურვილი არ აქვს
შემდეგი სტატიაქადაგიშვილი – გიორგი გახარია პოლიტიკაში თუ აქტიურად შემოვა, ბევრ პოლიტიკოსს გაუჩენს პრობლემას