19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

სამადაშვილი: სამწუხაროა, რომ საქართველო დღეს ერევანში წარმოდგენილია ღარიბი ნათესავის როლში

“სამწუხაროა, რომ საქართველო, რომელიც წამყვანი იყო რეგიონში ევროკავშირთან ურთიერთობების თვალსაზრისით, დღეს ერევანში წარმოდგენილია ღარიბი ნათესავის როლში”,_ აღნიშნული განცხადება გააკეთა “ძლიერი საქართველო-ლელოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა გადაცემაში “კომენტარი”.

“სამწუხაროდ, დღეს შეგვიძლია დავკმაყოფილდეთ იმით, რომ სადმე ეძახიან ივანიშვილის წარმომადგენლებს, ესეც კი მიღწევაა იმ ვითარებაში, რომელიც ჩვენ გვაქვს. მიწვეული არის კობახიძე, იმიტომ რომ შექმნილია ევროპული პოლიტიკური გაერთიანება, საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, რომ მიუხედავად მართვის ფორმისა და გამოწვევებისა, ყველა ევროპულ სახელმწიფოს მიეცეს შესაძლებლობა მსგავს ფორუმში მონაწილეობის და ხედვების გაცვლის”,_ განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანა წითლიძე: ვერანაირი ფასების სტაბილიზაცია ამ ქვეყანაში ვერ მოხდება, სანამ კორუმპირებული რეჟიმი მართავს ქვეყანას
შემდეგი სტატია“არანაირი გეგმა არ გვქონია” – თეირანის პირველი პასუხი არაბთა გაერთიანებული საამიროების ბრალდებებზე