სამადაშვილი: სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელი არ მოაწერა ევროკავშირის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას

“მჯერა, რომ პარლამენტში წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა დეპუტატი, რომელსაც ამომრჩეველმა მისცა მანდატი”, – ამის შესახებ „ლელოს“ ფრაქციის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რადგან მჯერა, რომ პარლამენტში წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა დეპუტატი, რომელსაც ამომრჩეველმა მისცა შესაბამისად მანდატი და ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მათ შორის. ასე რომ, სწორი გადაწყვეტილებაა. სამწუხაროა, რომ მათ ხელი არ მოაწერეს ევროკავშირის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას, თუმცა ვნახოთ, შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებასაც გადახედონ მომავალში. ჯერ არ ვიცით, საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდებიან, რდგან როგორც ვიცით, შემოსვლასაც არ აპირებდნენ და საბოლოოდ მაინც გადაწყვიტეს, რომ პარლამენტში გააგრძელონ საქმიანობა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილმა შუქრუთის მოშიმშილეები მოინახულა
შემდეგი სტატია31 მაისს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ნაციონალური ტელევიზიების თოქშოუების წამყვანებს შეხვდება