სამადაშვილი: რეალობა არის ის, რომ ამ ტრაგიკული მოვლენების 100 წლის თავზე, ჩვენ კვლავ გვიწევს იგივე ბრძოლის გამართვა

სომბოლურია, რომ ტრაგიკული მოვლენების 100 წლის თავზე საქართველოში დააპატიმრეს მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი და ამით კიდევ ერთხელ ძალიან დიდი დარტყმა მიაყენეს ჩვენს სახელმწიფოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რეალობაა, რომ დღეს კვლავ უწევთ იგივე ბრძოლის გამართვა ქვეყნის და სახელმწიფოებრიობის დასაცავად.

„რეალობა არის ის, რომ ამ ტრაგიკული მოვლენების 100 წლის თავზე, ჩვენ კვლავ გვიწევს იგივე ბრძოლის გამართვა, ბრძოლის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასაცავად. სამწუხაროდ, უკანასკენლ დღეებში ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი გადაწყვეტილებებით ამ ქვეყანას უფსრულისკენ მიაქანებს.

რეალურად, ჩვენ გაგვაფრთხილეს, რომ ჩვენი ქვეყანა საგრძნობლად დაშორდა ევროატლანტიკური მომავლის კურსს, ასევე გაგვაფრთხილეს ჩვენმა მეგობრებმა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენის გზა არის სწორედ ჩვენი მომავალი ევროპაში, ჩვენი მიმავალი ნატო-ში. ის ხალხი, ვის მემორიალთანაც დღეს ჩვენ მოვედით, დაეცნენ სწორედ დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის ბრძოლაში, ეს ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება გამარჯვებამდე.

ამისთვის აუცილებელია, ჩვენს ქვეყანაში აღდგეს დემოკრატიული პროცესი, დემოკრატიული პროცესით მივალთ ჩვენ იქამდე, რასაც ჰქვია მყარი გარანტიები ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ამიტომ არის მნიშვნელოვნი ჩვენი ბრძოლა. სომბოლურია, რომ 100 წლის თავზე საქართველოში დააპატიმრეს მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი და ამით კიდევ ერთხელ ძალიან დიდი დარტყმა მიაყენეს ჩვენს სახელმწიფოს და ქვეყანას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა

banner
წინა სტატიაშივენდი მორტონი – ყველა პარტია ახლა უნდა ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში, რათა განსხვავებები დაძლეული იყოს
შემდეგი სტატიაევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადება